დასვენება აბასთუმანში!

თუკი ეძებთ ადგილს სადაც შეძლებთ ნამდვილად დაისვენოთ, იყოთ მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს, მაშინ თქვენ აბასთუმანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვიან, რომ დასვენება აბასთუმანში ბევრისთვის ყოველ ზაფხულს ნამდვილი დღესასწაულია.

ხშირად გვყავს სტუმარი, რომელიც თავიდან სკეპტიკურადაა აბასთუმანში დასვენების მიმართ განწყობილი, თუმცა რამდენიმე გატარებული დღე, ბუნება, ტყე, ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი მალევე ცვლის განწყობას და მოტივაციას ყველაფრის მიმართ.

აქაური პატარა ბილიკები, ტყის სასიამოვნო სურნელი და ხმა მალევე ცვლის თქვენს ხასიათს.

მარტივია და აუცილებელი გადაწყვეტილებაა აბასთუმანში დასასვენებლად თუნდაც რამდენიმე დღით წასვლა!

To Top